,,უმძიმესი ფაქტია, თავზარდაცემულები ვართ, ყველა დაისჯება კანონის ფარგლებში”- კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს. მისი განცხადებით, ეს არის ”ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ყველასი და ყველას გაეცემა შესაბამისი პასუხი”.

,,უმძიმესი ფაქტია, თავზარდაცემულები ვართ ყველა. დაწყებულია გამოძიება, ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება და ცხადია ყველა დაისჯება კანონის ფარგლებში”- განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძის ინფორმაციით, პარკის შადრევნის სარეაბილიტაციო სამუშაოების ცენტრალური კონტრაქტორი იყო კომპანია “გრინ სერვისი” .

„ცენტრალური კონტრაქტორი იყო „გრინ სერვისი“, ქვეკონტრაქტორები არ ვიცი. ცხადია, შემოწმებულია ეს პროექტი. დიდი ხანია დასრულებულია, უბრალოდ გუშინ ვიყავით ჩვენ მისული,”- აღნიშნა კალაძემ.

ვაკის პარკში, დენის დარტყმის შედეგად დაშავებული 13 წლის გოგონა გარდაიცვალა

მსგავსი თემები