,,არასრულწლოვან ბავშვს უნდა ჰყავდეს მეთვალყურე, რომ არ მოხდეს იმ ადგილას ჩასვლა, სადაც მიმდინარეობს რეკონსტრუქცია”- ამილახვარი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ამილახვარი ვაკის პარკში მომხდარ უბედურ შემთხვევას ეხმიანება, რომლის შედეგადაც ერთი მოზარდი გარდაიცვალა. ამილახვარის თქმით, არასრულწლოვან ბავშვს  მეთვალყურე უნდა ჰყავდეს, რათა ისინი ისეთ ადგილას არ ჩავიდნენ, სადაც რეკონსტრუქცია მიმდინარეობს.

,,ვაკის პარკში, მიმდინარეობს რეკონსტრუქცია, ბავშვები თამაშობდნენ, ჩაუვარდა ბურთი, ალბათ არასრულწლოვანი იყო ეს ბავშვი და არასრულწლოვან ბავშვს რომ უნდა ჰყავდეს მეთვალყურე, რომ არ მოხდეს  იმ ადგილას მისი ჩასვლა, სადაც მიმდინარეობს რეკონსტრუქცია და ბუნებრივია შეიძლება მსგავსი რაღაცა ტექნიკური შეფერხებები იყოს და ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვიოს, არა მხოლოდ ბავშვის, არამედ ნებისმიერი მოზარდის, ამაზე რამე პასუხისმგებლობას სთხოვ ვის და ამას მეკითხები სერიოზულად?!” – განაცხადა ამილახვარმა.

ვაკის პარკში, დენის დარტყმის შედეგად დაშავებული 13 წლის გოგონა გარდაიცვალა

მსგავსი თემები