ვაკის პარკში, დენის დარტყმის შედეგად დაშავებული 13 წლის გოგონა გარდაიცვალა

ვაკის პარკში, დენის დარტყმის შედეგად დაშავებული 13 წლის მოზარდი გარდაიცვალა. ხეჩინაშვილის კლინიკის ექიმის განცხადებით, უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებული მეორე მოზარდი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

,,მოხდა პირველი პაციენტის, ბიჭის მდგომარეობის სტაბილიზაცია, მართვით სუნთქვაზე გადაყვანა, დასტაბილურების შემდეგ, გადაყვანილ იქნა პედიატრიულ კლინიკაში, რაც შეეხება გოგონას, 13 წლის, შემოვიდა გულის გაჩერებით, რეანიმაციული ღონისძიებები უშედეგო აღმოჩნდა, დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი”- განაცხადა ექიმმა.

ცნობისთვის, ახლად რეაბილიტირებულ ვაკის პარკში უბედური შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, თამაშის დროს ბავშებს ბურთი აუზში ჩაუვარდათ.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.

მსგავსი თემები