,,დღეს რუსეთთან დიპლომატია არ შეიძლება” – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსებმა უნდა იცოდნენ, რომ ომი უკრაინაში მათ მიერ არჩეული ხელმძღვანელობის გამო მიმდინარეობს. მისივე თქმით,  დიპლომატია შეუძლებელია ლიდერებთან, რომლებიც პატივს არ სცემენ საერთაშორისო კანონს.

,,დიპლომატია არის ყველაზე ძლიერი იარაღი, როცა იარაღი არ მუშაობს. დღეს რუსეთთან დიპლომატია არ შეიძლება. არ შეიძლება იყოს ისეთი დიპლომატია, როგორიც იყო. არ შეიძლება იყოს პატივისცემა იმ ხელმძღვანელობის მიმართ, რომელიც კლავს, იტაცებს, პატივს არ სცემს საერთაშორისო კანონს”, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ქვეყანას საჰაერო თავდაცვის თვალსაზრისით მხოლოდ 10% აქვს იმის, რაც სჭირდება.

მსგავსი თემები