საჰაერო მილში ჩავარდნილი კნუტი მაშველებმა გადაარჩინეს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა ვარკეთილი 3-ის, პირველი მიკრორაიონის, მე-13 კორპუსის საჰაერო მილში ჩავარდნილი კნუტი გადაარჩინეს.

მაშველებმა კნუტის მდებარეობა ზუსტად განსაზღვრეს და სხვენიდან თოკების დახმარებით ამოიყვანეს, შემდეგ კი დედა კატასთან დააბრუნეს.

აღნიშნული შემთხვევების პრევენციისათვის, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მოსახლეობას თხოვნით მიმართავს, საჰაერო მილები დალუქონ მეტალის ბადეებით, ვინაიდან, სხვენიდან ღია მილებში კატების ჩაცვენის ფაქტები საკმაოდ ხშირია.

 

მსგავსი თემები