,,საფრანგეთი არ გამოიყენებს ბირთვულ იარაღს რუსეთის წინააღმდეგ”- ემანუელ მაკრონი

,,საფრანგეთი არ გამოიყენებს ბირთვულ იარაღს რუსეთის წინააღმდეგ იმ შემთხვევაში, თუ მოსკოვი მსგავსი შეიარაღებით უკრაინას მიაყენებს დარტყმას,” – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა  განაცხადა.

მისივე თქმით, საფრანგეთის დოქტრინა ეფუძნება ქვეყნის ფუნდამენტურ ინტერესებს და ის ნათლად არის გაწერილი.

„ფრანგებს ყოველთვის სიმართლეს ვეუბნებოდი. რუსეთს ბირთვული იარაღი აქვს. ისევე, როგორც საფრანგეთს. ჩვენი დოქტრინა ამ საკითხთან დაკავშირებით ნათელია. შეკავება მუშაობს. რაც უფრო ნაკლებად ვსაუბრობთ ამაზე, მით უფრო მეტი ნდობა გვაქვს. ძალიან ბევრი ადამიანი საუბრობს ამაზე“, – განაცხადა მაკრონმა.

 

 

 

მსგავსი თემები