ასლან ბჟანია აფხაზ ბიზნესმენებს ჯარის დაფინანსებისკენ მოუწოდებს

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია, ოკუპირებული აფხაზეთის ბიზნესმენებს ჯარის დაფინანსებისკენ მოუწოდებს.

არსებული ინფორმაციით, ბიზნესმენებთან გამართულ შეხვედრაზე სამობილიზაციო მზადყოფნის ამაღლების საკითხები განიხილეს და  “აფხაზური ჯარის” თანამედროვე საშუალებებით უზრუნველყოფაზე ისაუბრეს.

ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ოკუპირებული რეგიონის მოსახლეობაში პანიკური შიშია, რომ მათ რუსულ ჯარში წაიყვანენ და უკრაინაში ფრონტის ხაზზე გაგზავნიან, რადგანაც აფხაზეთის მოსახლეობის დიდ ნაწილს რუსეთში პასპორტები აქვთ.

მსგავსი თემები