,,ინტერნეტი არ გაქვთ? ტელევიზორს არ უყურებთ? დუღს გარშემო ყველაფერი, ჩვენ კი ვამბობთ, რომ ჩიტები ჭიკჭიკებენ, ქვეყანა ყვავის”- ელისაშვილი

,,ინტერნეტი არ გაქვთ? ტელევიზორს არ უყურებთ? დუღს ჩვენ გარშემო ყველაფერი. აზერბაიჯანმა და სომხეთმა ორი წლის განმავლობაში ორჯერ იომა. თურქეთი ომშია ჩართული, რუსეთიც. ჩვენ კი ვამბობთ, რომ ჩვენთან ჩიტები ჭიკჭიკებენ, ქვეყანა ყვავის,”- ამ სიტყვებით,  „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ფინანსთა მინისტრის მოადგილეს, გიორგი კაკაურიძეს მიმართა.

„როდესაც ვთქვი არაადეკვატურია-მეთქი, თქვენ თქვით, ქვეყნის განვითარების ბიუჯეტი გვაქვს და არა საომარიო. მეზობელი რუსეთი, ოკუპანტი გვაბრალებს, რომ ჩვენ და ბულგარეთი ჩართული ვიყავით ტონობით ასაფეთქებლის გადატანაში. სტრატეგიული მნიშვნელობის ხიდი, დიდი ალბათობით, უკრაინელებმა აუფეთქეს. ახლა რუსეთი ხომ არ იტყვის კონტრდაზვერვა მოშლილი მაქვსო, ამიტომ ვიღაცებისკენ, მათ შორის ჩვენკენ იშვერს ხელს და ამ ხელის გამოშვერას, რა მოჰყვება, ღმერთმა იცის. თქვენ გვაძლევთ გარანტიას, რომ რუსეთი რაღაცას არ მოიმოქმედებს? ინტერნეტი არ გაქვთ? ტელევიზორს არ უყურებთ? დუღს ჩვენ გარშემო ყველაფერი. აზერბაიჯანმა და სომხეთმა ორი წლის განმავლობაში ორჯერ იომა. თურქეთი ომშია ჩართული, რუსეთიც. ჩვენ კი ვამბობთ, რომ ჩვენთან ჩიტები ჭიკჭიკებენ, ქვეყანა ყვავის – კარგია, რომ ეკონომიკა იზრდება, მაგრამ რა გარანტია გაქვთ, რომ რომელიმეს ჩვენთან მიმართებით ხელი არ წაუცდება? ეს არაადეკვატურობა მაგიჟებს. ახლა პირიქით უნდა ვლაპარაკობდეთ, რომ, მაგალითად, ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით, ასევე ჯანდაცვის სფეროში ცოტა ქამრები შემოვუჭიროთ. კადიროვს რომ თავში რამემ დაარტყას, თქვენ გააჩერებთ? “,- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ცნობისთვის, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე, სადაც 2023 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ.

მსგავსი თემები