,,უკრაინის NATO-ში გაწევრიანებამ შეიძლება მესამე მსოფლიო ომი გამოიწვიოს” – რუსეთის უშიშროების საბჭო

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, ალექსანდრ ვენედიქტოვას განცხადებით, უკრაინის ნატო-ში მიღებამ შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომი გამოიწვიოს. მისი თქმით, ,,ამ ნაბიჯის თვითმკვლელობითობა ესმით თავად ნატოელებს“.

„კიევს შესანიშნავად ესმის, რომ ასეთი ნაბიჯი ნიშნავს გარანტირებულ ესკალაციას მესამე მსოფლიო ომამდე. როგორც ჩანს, გათვლაც ამაზეა – შეიქმნას საინფორმაციო ხმაური და მოხდეს კვლავ ყურადღების მიქცევა. თუმცა, იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად მოწყვეტილია რეალობას კიევის რეჟიმის მრავალი წარმომადგენელი, არ გამიკვირდება, თუ ვინმე იქ მართლაც იმედოვნებს მათი ქვეყნის ნატო-ში მიღებას“, – განაცხადა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ.

მსგავსი თემები