,,კიევის რეჟიმი ტერორისტულ მეთოდებს იყენებს, პოლიტიკურ მკვლელობებს სჩადის, ეთნიკურ წმენდას აწარმოებს”- პუტინი

,,მე დიდი ხანია ვამბობ, რომ კიევის რეჟიმი ტერორისტულ მეთოდებს იყენებს, პოლიტიკურ მკვლელობებს სჩადის, ეთნიკურ წმენდას აწარმოებს. ისინი არც ატომურ ტერორიზმს ერიდებიან,”- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის ენერგეტიკის კვირეულის საერთაშორისო ფორუმის პლენარულ სესიაზე გამოსვლით დროს ისაუბრა.

პუტინის მტკიცებით, ყირიმის ხიდზე განხორციელებული ტერაქტი უკრაინულმა სპეცსამსახურებმა განახორციელეს.

,,მსოფლიო ეკონომიკა დღეს მძაფრ კრიზისს განიცდის, რაც დაკავშირებულია ენერგორესურსებზე არასტაბილური საფასო დინამიკით, ასევე მოთხოვნისა და მიწოდების ბალანსის დარღვევით. თუმცა, გარდა ამისა, საქმე გვაქვს ბაზრის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან განხორციელებული დივერსიებით და აქ, რა თქმა უნდა, ჩრდილოეთის ნაკადზე მომხდარ ინციდენტს ვგულისხმობ. ისინი მხოლოდ საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესებით ხელმძღვანელობენ. ისინი კონკურენტების დისკრიმინაციას ეწევიან ბაზარზე და თუ ეს არ გამოსდით, პირდაპირ დივერსიებს მიმართავენ. ეჭვი არ არის, რომ ეს საერთაშორისო ტერორიზმის მაგალითია და მისი მიზანი მთელი კონტინენტის ენერგოუსაფრთხოების ჩამოშლაა. ამას ემატება ყირიმის ხიდზე მომხდარი ტერაქტი, რომელიც უკრაინული სპეცსამსახურების მოწყობილია.

უკვე ვთქვი, რომ კიევის რეჟიმი დიდი ხანია იყენებს ტერორისტულ მეთოდებს, ორგანიზებას უწევს პოლიტიკურ მკვლელობებს, ეთნიკურ წმენდას, შემდეგ თავადვე აქვეყნებენ ინტერნეტში, აცნობიერებენ, რომ ეს შეცდომაა და ეგრევე შლიან. თუმცა, ქსელში ყველაფერი რჩება. არ ჩერდებიან ატომური ტერორიზმის წინაშეც, ვგულისხმობ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურისთვის ცეცხლის გახსნას და რუსეთის კურსკის ატომური სადგურის გარშემო ტერაქტების განხორციელებას. ამავე რიგშია გაზსადენ თურქული ნაკადისთვის ძირის გამოთხრის მცდელობებიც“, – განაცხადა პუტინმა.

მსგავსი თემები