,,რუსეთი მზადაა განაახლოს ევროპაში გაზის მიწოდება, ბურთი ევროკავშირის მოედანზეა”- ვლადიმერ პუტინი

,,რუსეთი მზადაა განაახლოს ევროპაში გაზის მიწოდება, ბურთი ევროკავშირის მოედანზეა,”- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის ენერგეტიკის კვირეულის საერთაშორისო ფორუმის პლენარულ სესიაზე გამოსვლით დროს ისაუბრა.

,,რუსეთი მზად არის ამ მიწოდების დასაწყებად, ბურთი, როგორც ამბობენ, ევროკავშირის მხარესაა.
თუ მათ სურთ, ონკანი გააღონ და მორჩა. არავის არაფერში არ ვზღუდავთ და მზად ვართ შემოდგომა-ზამთრის პერიოდში მივაწოდოთ დამატებითი მოცულობები,”- განაცხადა პუტინმა.

პუტინმა ენერგორესურსებზე ფასების ზრდაში დასავლეთი დაადანაშაულა.

,,ფასების ზრდა არ არის დაკავშირებული “სპეციალურ ოპერაციასთან”, დამნაშავე დასავლეთის პოლიტიკაა”, – აღნიშნა პუტინმა.

მსგავსი თემები