,,ხელისუფლებას პასუხი გასცეს, რა მოხდა ყირიმის ხიდთან დაკავშირებით და რატომ ფიგურირებს აქ საქართველოს სახელი”- რომან გოცირიძე

,,გამოვიდეს ხელისუფლება და გასცეს პასუხი, რა მოხდა ყირიმის ხიდთან დაკავშირებით და რატომ ფიგურირებს აქ საქართველოს სახელი, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთი რაღაც სქემებს ხლართავს და რატომ ავრცელებს მსგავს ინფორმაციას, ამას შემდეგ შევიტყობთ .

„ფინანსთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არ შემოსულა ის ტვირთი, რომელშიც იყო ასაფეთქებელი მოწყობილობები, როგორც ამას რუსეთის ხელისუფლება ავრცელებს და ასევე საქართველოს ტრანზიტით არ განხორციელებულა ამ ტვირთის ტრანსპორტირება. რუსეთი მსოფლიოს გასაგონად აცხადებს, რომ ეს ყველაფერი მოხდა ფოთის პორტში, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისა და ქართულ ნომრიანი ავტოტრანსპორტის მონაწილეობით, დისკრედიტაციას აკეთებს მსოფლიოს თვალში ჩვენი ქვეყნის. რატომ დუმს საქართველოს მთავრობის სპეციალური სამსახურები, რომლებიც დღესვე ან თუნდაც, გუშინვე უნდა გამოსულიყვნენ და განეცხადებინათ, რა ხდება და რატომ ეწევა რუსეთი დეზინფორმაციას. რაღაც სქემებს ხლართავს რუსეთი, თითქოსდა ერთ დღეში აღმოაჩინა სომხეთის, ბულგარეთის მოქალაქეები და ა.შ. რა გეგმაა და რატომ ავრცელებს მსგავს ინფორმაციას, ამას შემდეგ შევიტყობთ და რუსეთის სპეცსამსახურები რომ არაფერს სიკეთისთვის არ აკეთებენ, ესეც ფაქტია, მაგრამ რატომ არის ჩირგვებში საქართველოს ხელისუფლება, რატომ არ გვესმის ჩვენ ოფიციალური განცხადება, რატომ უნდა საუბრობდეს ამ საკითხზე ფინანსთა მინისტრის მოადგილე. გასაგებია, რომ საბაჟო მნიშვნელოვანია ამ პროცესში, მაგრამ არსებობს საზღვრის დაცვა და არსებობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომლის საქმიანობის 99 პროცენტი მიმართულია პოლიტიკური ოპოზიციის თვალთვალისკენ, დევნისკენ, მოქალაქეების ტერორისკენ“, – განაცხადა გოცირიძემ.

მსგავსი თემები