პოლონური მილსადენის ოპერატორის ცნობით, ,,დრუჟბას” ნავთობსადენზე გაჟონვა მოხდა

პოლონურმა ოპერატორმა ნავთობსადენ „დრუჟბაზე“, რომლითაც რუსეთიდან ნავთობი ევროპას მიეწოდება, გაჟონვა დააფიქსირა.

ნავთობსადენის პოლონური ოპერატორის PERN-ის განცხადებით, გაჟონვა პოლონეთის ტერიტორიაზე ქალაქ პლოცკიდან 70 კილომეტრის დაშორებით  გასულ საღამოს აღმოაჩინეს.

გაჟონვის მიზეზები ჯერჯერობით დაუდგენელია.

ცნობისთვის, დრუჟბას ნავთობსადენი მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესია, რომელიც რუსული ნავთობით ამარაგებს ცენტრალური ევროპის დიდ ნაწილს, მათ შორის გერმანიას, პოლონეთს, ბელორუსიას, უნგრეთს, სლოვაკეთს, ჩეხეთს და ავსტრიას.

მსგავსი თემები