„პუტინი პასუხს აგებს“ – G7-ის ლიდერები

„დიდი შვიდიანის“ წევრი ქვეყნების ლიდერების საგანგებო შეხვედრა დასრულდა. ყველანი ერთხმად აღიარებენ, რომ იმ სისასტიკისთვის, რაც პუტინმა უკრაინაში ჩაიდინა, პასუხისგება მოუწევს.

G7-ის ლიდერები კიდევ ერთხელ აფიქსირებენ, რომ უკრაინის მხარდაჭერას მანამ გააგრძელონ, სანამ ეს საჭირო იქნება. ასევე, ადასტურებენ მზაობას, დაეხმარონ ომში მყოფ ქვეყანას როგორც  ფინანსურად, ისე ჰუმანიტარულად თუ სხვა მიმართულებით.

„ჩვენ შეუჩერებელი და მტკიცენი ვართ ჩვენს მზაობაში, მივაწოდოთ უკრაინას ის მხარდაჭერა, რომელიც მას სჭირდება მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შესანარჩუნებლად”, – აღნიშნავენ ლიდერები განცხადებაში.

 

მსგავსი თემები