„ჩავალ და გვერდიდან არ მოვშორდები“ – ნელი დოროყაშვილი „მოძალადე“ მეუღლეზე

თბილისის საქალაქო სასამართლოში მსოფლიო ვარსკვლავის, ნიკოლოზ ბასილაშვილისა და მისი ყოფილი მეუღლის, ნელი დიროყაშვილის სასამართლო დავა გრძელდება. დღევანდელი  სასამართლო პროცესი ისევ ნიკოლოზ ბასილაშვილის დედის გამოკითხვით გაგრძელდა.

ნატალია ნაჭყეპია უარყოფს ნელი დოროყაშვილის ბრალდებებს როგოც ნიკოლოზ ბასილაშვილის, ისე მისი მხრიდან განხორციელებულ ძალადობაზე და პირიქით ყოფილი რძლის მიერ განხორციელებულ ძალადობასა და შეურაცხყოფაზე საუბრობს. ნიკოლოზ ბასილაშვილის დედამ მოსამართლეს ფურცელზე ის შეურაცხმყოფელი სიტყვებიც დაუწერა, როგორც მას ყოფილი რძალი მიმართავდა.

ასევე, მან იმ შეტყობინებაზეც ისაუბრა, რასაც ნელი დოროყაშვილი ყოფილ დედამთილს უგზავნიდა და დახმარებას სთხოვდა.

ნატალია ნაჭყეპიას თქმით, აღნიშნული მიმოწერა 2018 წელს არის განხორციელებული, სწორედ მაშინ, როცა ნელი დოროყაშვილის მტკიცებით, მას მეუღლე სცემდა.

„მოძალადე“ დედამთილი:  ნელიკო, როგორ ხარ? ახვედით კიკეთში?

ნელი დოროყაშვილი: კარგად ნატო, შენ როგორ ხარ. ნატო ძალიან ცუდად ვარ და ვწევარ მთელი დღეა. ლონდონში მინდა ჩასვლა. აუცილებლად.

დედამთილი: დაურეკე ნიკას ელაპარაკე და წადი.

ნ.დ. ველაპარაკე უკვე. ჩემით ავიღებ ბილეთს ხვალ. აპარტამენტში მწვრთნელებიც არიანო და ის ვერ მომათავსებს. წარმოიდგინე, ნოდარიმ (მეუღლე)  რომ გითხრას ასეთი რაღაც ხომ გარეკავ. მე თვითონ წავალ, არც რიცხვს ვეტყვი და არც არაფერს. და ისე ჩავალ, თვითონაც არ ეცოდინება როდის ჩავდივარ.

დედამთილი: კარგია, ჩადი და შენი თვალით ნახავ რომ არაფერში არ არის საქმე. წადი, დარწმუნებული ვარ, რომ გნახავს, გაეხარდება.

ნ.დ. ჩავალ და გვერდიდან არ მოვშორდები. ეგეც მშვიდად იქნება და მეც. ეს ბოლო იყო რა შეცდომაც დავუშვი, ჩვენ არ შეგვიძლია დიდი ხნით განშორება.

ეს არის გზავნილების ერთ-ერთი ეპიზოდი, თუმცა, ნელი დოროყაშვილი არც ერთ მიმოწერას არ ადასტურებს და აცხადებს, რომ ეს მას არ ეკუთვნის და მსგავსი მიმოწერა არც მის ტელეფონში მოიძებნება.

შეგახსენებთ, რომ საუბარია პერიოდზე, როცა ნელი დოროყაშვილი ამტკიცებს, რომ მას მეუღლე სცემდა და ჩოგბურთის ჩოგნებს ურტყამდა.

 

 

მსგავსი თემები