პრეზიდენტი ზელენსკი G7-ის ლიდერებს თავდაცვით სისტემებს სთხოვს

„დიდი შვიდეულის“ საგანგებო შეკრებაზე სიტყვით ვოლოდიმირ ზელენსკიც ჩაერთო. მან  G7-ის ლიდერებს საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაცემა სთხოვა.

„ჩვენ გვჭირდება საჰაერო ფარი უკრაინისთვის. ეს უსაფრთხოების გარანტიების ნაწილია, რომელიც ჩვენი მშვიდობის ფორმულის ელემენტია. როდესაც უკრაინა თანამედროვე და ეფექტური ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების საკმარის რაოდენობას მიიღებს, რუსეთის სარაკეტო დარტყმები ვეღარ იმუშავებს“ – აღნიშნა პრეზიდენტმა „დიდი შვიდეულის“ შეხვედრაზე.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიასა და ამერიკას  მადლობა გადაუხადა გაწეული დახმარებისთვის და მეტად გვერდში დგომა სთხოვა.

„მადლობას ვუხდი გერმანიას და პირადად კანცლერ შოლცს IRIS-ის მიწოდების დაჩქარებისთვის. მადლობას ვუხდი შეერთებულ შტატებს და პირადად პრეზიდენტ ბაიდენს თანამედროვე ანტისარაკეტო და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების მიწოდების გადაწყვეტილებისთვის.  ბატონო პრეზიდენტო, ჩვენ გვჯერა, რომ ეს ასევე იქნება მოქმედების საშუალო და შორი რადიუსის სისტემები, რომლებიც შესაძლებელს გახდის ეშელონირებული თავდაცვის სისტემის შექმნას”, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა „დიდი შვიდეულის“ საგანგებო შეხვედრაზე.

 

მსგავსი თემები