„პუტინის გამარჯვება არა მხოლოდ უკრაინის მარცხი, არამედ ჩვენი მარცხიც იქნება“ – იენს სტოლტენბერგი

ნატო-ს გენერალური მდივანი კიდევ ერთხელ საჯაროდ აცხადებს, რომ ომში უკრაინის გამარჯვება მნიშვნელოვანია. წინააღდეგ შემთხვევაში კი, ეს იქნება ყველას მარცხი.

„ყველასთვის მნიშვნელოვანია, უკრაინამ გაიმარჯვოს ბრძოლაში, ომში რუსეთის ჯარების წინააღმდეგ, რომლებიც უკრაინაში შეიჭრნენ. თუ პუტინი გაიმარჯვებს, ეს არა მხოლოდ უკრაინისთვის დიდი მარცხი, არამედ ყველა ჩვენგანისთვის სახიფათო მარცხი იქნება, რადგან ეს მსოფლიოს უფრო სახიფათოს გახდის, ჩვენ კი უფრო დაუცველს, რუსეთის შემდგომი აგრესიისგან”, – აღნიშნა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.

იენს სტოლტენბერგმა ყურადღება გაამახვილა უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია იარაღის მარაგების დროულად შევსება.

 

მსგავსი თემები