„რუსეთმა იცის, რომ ბირთვულ ომში გამარჯვება შეუძლებელია“ – იენს სტოლტენბერგი

ნატოს გენერალური მდივნის განცხადებით, პუტინის განცხადებები ბირთვული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით საფრთხილოა, თუმცა, მისივე შეფასებით, ამ შემთხვევაში, მოგებული არც ერთი მხარე იქნება.

„რუსეთმა იცის, რომ ბირთვულ ომში გამარჯვება შეუძლებელია და ის არასდროს უნდა მოხდეს. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით რუსეთის ბირთვულ ძალებს. რუსეთის პოზიციებში რაიმე ცვლილება არ შეიმჩნევა, თუმცა, ვფხიზლობთ. ხუთშაბათს გაიმართება ბირთვული დაგეგმარების ჯგუფის რეგულარული შეხვედრა. ნატო-ს ბირთვული შეკავების ფუნდამენტური ამოცანა ყოველთვის იყო მშვიდობის შენარჩუნება და აგრესიის პრევენცია. მომავალ კვირას ნატო გამართვას დიდი ხნის წინ დაგეგმილ შეკავების სწავლებას. ეს არის რუტინული წვრთნები, რომლესაც ყოველ წელს ვატარებთ“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა და უკრაინის მიმართ მყარი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

 

 

მსგავსი თემები