,,დოროყაშვილმა ხელი ამიქნია და სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა”- ნიკოლოზ ბასილაშვილის დედა

,,დოროყაშვილმა ხელი ამიქნია და სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა” – ამის შესახებ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის დედამ, ნატალია ნაჭყებიამ საქალაქო სასამართლოში განაცხადა.

ნატალია ნაჭყებიას თქმით, იმ სიტყვის თქვა, რაც მას ყოფილმა რძალმა უწოდა არ შეუძლია სასამართლო პროცესზე. ამიტომ ნაჭყებიამ ეს სიტყვა მოსამართლეს ფურცელზე დაუწერა.

,,როდესაც მივედი მეორე სართულის კუთხეში, აივნის კუთხეში დავინახე ესეთი სიტუაცია – მანქანის კარებთან დგას ნელი და ეჯაჯგურება, უნდა რომ გააღოს. მივხვდი, რომ უნდოდა სკანდალის მოწყობა. დავუწყე დამშვიდება – “ნელიკო, დამშვიდდი, დაწყნარდი…” მოსცილდა მანქანას, ხელი ამიქნია და სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა”-  განაცხადა ნატალია ნაჭყებიამ.

მსგავსი თემები