პუტინსა და ერდოღანს შორის ხუთშაბათს შეხვედრა გაიმართება

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი 13 ოქტომბერს, ასტანაში თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება. აღნიშნულ ინფორმაციას კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი ადასტურებს.

,,შეხვედრა მზადდება, მაგრამ ის არა ხვალ, არამედ ზეგ გაიმართება. თემა ნათელია – რა თქმა უნდა, ეს არის უკრაინაც და ორმხრივი ურთიერთობებიც, რომელიც ძალიან, ძალიან მრავალმხრივია და, ზოგადად, აზრთა გაცვლა მიმდინარე საკითხებზე“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

მსგავსი თემები