,,კრემლი ყურადღებით დააკვირდება ყველაფერს, რაც დაკავშირებულია კიევისთვის იარაღის შემდგომ მიწოდებასთან”- დიმიტრი პესკოვი

,,კრემლი ყურადღებით დააკვირდება ყველაფერს, რაც კიევისთვის იარაღის შემდგომ მიწოდებას ეხება და „დიდი შვიდეულის” სამიტიდან მოსალოდნელია დაპირისპირების გაგრძელება,” – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

პესკოვმა დღეს დაგეგმილი „დიდი შვიდეულის“ სამიტის მოლოდინებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „სამიტის წინა განწყობა ჩვენთვის გასაგებია, კონფრონტაცია გაგრძელდება“.

„კიევისთვის იარაღის შემდგომი მიწოდება, ფაქტობრივად, უკვე საკმაოდ ფართოდ გამოაცხადა სხვადასხვა ქვეყანამ, ამიტომ, ჩვენ, რა თქმა უნდა, ყურადღებით დავაკვირდებით ყველაფერს”, – განაცხადა პესკოვმა.

 

მსგავსი თემები