„რუსეთის თავდასხმების ძირითადი სამიზნეები ენერგეტიკული ობიექტებია – ეს არის წინასწარ დაგეგმილი ომის დანაშაულები”- კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, რუსეთის მიერ ენერგეტიკულ ობიექტებზე მიზანმიმართული თავდასხმების განხორციელება ომის დანაშაულია. მისი თქმით, მათი მიზანი მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის გაუსაძლისი პირობების შექმნაა.

„რუსეთის თავდასხმების ძირითადი სამიზნეები ენერგეტიკული ობიექტებია. მათ გუშინ ბევრ ობიექტს დაარტყეს და დღესაც იგივე და ახალ ობიექტებს. ეს არის წინასწარ დაგეგმილი ომის დანაშაულები და მიზნად ისახავს მშვიდობიანი მოსახლეობისთვის გაუსაძლისი პირობების შექმნას – რუსეთის მიზანმიმართული სტრატეგია თვეების განმავლობაში“, – წერს კულება „ტვიტერზე“.

მსგავსი თემები