,,ივანიშვილი წლების განმავლობაში რომ აფინანსებდა, აცმევდა და აჭმევდა ჯარს, მაშინ არ იყო ოლიგარქი ხომ?!” – ირაკლი ზარქუა

,,ივანიშვილი წლების განმავლობაში აფინანსებდა ჯარს, აცმევდა და აჭმევდა, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს, ხელფასებს უხდიდა თითოეულ თანამდებობის პირის, თითოეულ რიგით ჯარისკაცს- მაშინ არ იყო ოლიგარქი ხომ?!”- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუას თქმით, უკრაინული მოდელი ოპოზიციისთვის იმიტომ არის მიუღებელი, რომ დაფინანსების გარეშე დარჩებიან.

,,უკრაინული მოდელი, თურმე მიუღებელია, რატომ?! იმიტომ, რომ დაფინანსების გარეშე დარჩებიან “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები, ბატონი კეზერაშვილისგან. დაფინანსების გარეშე დარჩება “ლელო” იმიტომ, რომ მათი დამფინანსებლები არიან ოლიგარქები, ამ კრიტერიუმებით. დაფინანსების გარეშე დარჩება ჭიჭე ვაშაძე და ა.შ. თურმე ივანიშვილი არის ოლიგარქი, წლების განმავლობაში მათ, რომ აფინანსებდა  თავდაცვის უწყებაში ჯარს, რომ აცმევდა და აჭმევდა, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს, ხელფასებს უხდიდა თითოეულ თანამდებობის პირის, თითოეულ რიგით ჯარისკაცს- მაშინ არ იყო ოლიგარქი ხომ?! ეს არის ამათი ორმაგი სტანდარტი, ორმაგი სახე. ის მოვიდა პოლიტიკაში, ტირანია დაამარცხა და თქვა: მე ხალხთან ერთად გავიმარჯვებ და ამის შემდეგ დავთმობ და აგერ თქვენ მართეთ ქვეყანა,”-აცხადებს ირაკლი ზარქუა.

მსგავსი თემები