,,თავს დამნაშავედ რა თქმა უნდა, არ ვთვლი”- ნიკოლოზ ბასილაშვილი სასამართლოში მივიდა

ყოფილი მეუღლის,  მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში მივიდა. ჩოგბურთელი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და აცხადებს, რომ სასამართლო სხდომები დასრულდების შემდეგ ყველაფერზე დეტალურად ისაუბრებს.

,,თავს დამნაშავედ რა თქმა უნდა, არ ვთვლი. პროცესების შემდეგ გავაკეთებ კომენტარს. რა განცხადებასაც გავაკეთებ ამას შემდეგ გაიგებთ. როგორც გითხარით, პროცესები რომ დამთავრდება შემდეგ აუცილებლად გავაკეთებ კომენტარს”,- განაცხადა ნიკოლოზ ბასილაშვილმა.

ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში ცნობილი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის პროცესი იწყება. დღეს ბასილაშვილის ოჯახის წევრების გამოკითხებიან. მხარეების კითხვებს ჩოგბურთელის დედა, ნატალია ნაჭყებია უპასუხებს, ასევე იგეგმება ბალისაშვილის ძმის გამოკითხვაც.

 

მსგავსი თემები