,,ამერიკელები არა მხოლოდ აიარაღებენ ზელენსკის და მის რეჟიმს, ისინი აწვდიან სადაზვერვო მონაცემებს”- სერგეი ლავროვი

,,ამერიკელები არა მხოლოდ აიარაღებენ ზელენსკის და მის რეჟიმს, ისინი აწვდიან სადაზვერვო მონაცემებს თანამგზავრებიდან და არა მხოლოდ ათეული სამხედრო თანამგზავრიდან, არამედ რამდენიმე ასეული კომერციული თანამგზავრიდან, რომლებიც ახლა სამხედროების სამსახურშია“, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინაში ვითარების დარეგულირებასთან დაკავშირებით, რუსეთს აშშ-ის მხრიდან სერიოზული წინადადებები არ მიუღია.

„ახლა ჩვენ გვესმის ამერიკელი ოფიციალური პირების განცხადებები, რომლებიც ამბობენ, რომ ისინი მთელი გულით მზად არიან რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებებისთვის და გამოდიან უკრაინაში და მის ირგვლივ არსებული ვითარების პოლიტიკური დარეგულირებისთვის, მაგრამ რუსეთი არის ძალიან ცუდი და ის უარს ამბობს კონტაქტზე. ეს სიცრუეა. ჩვენ არ მიგვიღია რაიმე სერიოზული შემოთავაზება კონტაქტის დასამყარებლად. იყო არც თუ ისე სერიოზული წინადადებები, რომლებზედაც არ ვპასუხობდით ნეგატიურად, თუმცა შევთავაზეთ კონკრეტული წინადადებების ჩამოყალიბება, რომლითაც ზოგიერთს სურს, დაგვიკავშირდეს არაპირდაპირი კონტაქტებით. არც ამ შემთხვევაში, რაიმე კონკრეტული განმარტებები არ მიგვიღია“, – განაცხადა ლავროვმა.

მსგავსი თემები