,,არ შეიძლება, ვინმემ იფიქროს, რომ ევროპული რეკომენდაციების შესრულების მხრივ უშედეგობას სხვას გადააბრალებს”- სალომე ზურაბიშვილი

,,არ შეიძლება, ვინმემ იფიქროს, რომ ევროპული რეკომენდაციების შესრულების მხრივ უშედეგობას სხვას გადააბრალებს, ეს არის ყველაზე მცდარი წარმოდგენა,” – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, არ შეიძლება ვინმემ იფიქროს, უშედეგობის გადაბრალებით რომელიმე მხარე  გამარჯვებული იქნება.

„მხარდაჭერა ჩვენი ევროპელი პარტნიორების არის სრულყოფილი. ჩვენი რუმინელი პარტნიორები იყვნენ პირველები და მუდმივი ჩვენი მხარდამჭერები ევროპული და ევროატლანტიკური მიმართულებით. დღეს არის უკვე შეჯერებული პოზიცია ყველა ჩვენი ევროპელი პარტნიორების მიერ, რომ ჩვენი გზა არის ხსნილი ამის ნიშანი არის პერსპექტივა, ამის ნიშანია ჩვენი მოწვევა პრაღის სამიტზე და ამის ნიშანია, 12 რეკომენდაცია, რომელიც არის სამოქმედო გეგმა – მიდით და იარეთ ამ გზაზე და მიაღწევთ შედეგს. დანარჩენი ჩვენზეა დამოკიდებული. აქაც ძალიან ნათელია საქართველოს მოსახლეობის სურვილი, ნება, რომ ჩვენ ამ გზაზე ვიაროთ.

რჩება პოლიტიკური ძალები, აქ ძალიან ნათელია კიდევ სურათი. არ შეიძლება, ვინმემ იფიქროს, რომ ამ საკითხში უშედეგობას მეორეს გადააბრალებს. ეს არის ყველაზე მცდარი წარმოდგენა, რომ შეიძლება, მერე გამოხვიდე რომელიმე მხარე აქედან გამარჯვებული იმით, რომ მეორეს გადააბრალებ. ეროვნული ინტერესი თუ სადმე დგას დღეს, ეს არის ეროვნული ინტერესი და ალბათ დროა, ყველამ შეიგნოს, რომ ეს არის ეროვნული ინტერესი“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მსგავსი თემები