საქართველოში საშუალო ხელფასი 1 304.5 ლარს შეადგენს – საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასულ წელთან შედარებით 9.5 პროცენტით (113.5 ლარით) გაიზარდა და 1 304.5 ლარი შეადგინა.

საქსტატის ცნობით, 2021 წელს წინა წელთან შედარებით ხელფასების ზრდა სექტორების უმრავლესობაში შეინიშნებოდა. საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა
შემდეგ დარგებში:

⦁ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა – 2 368.1 ლარი (წინა წელთან შედარებით გაიზარდა
9.8 პროცენტით);

⦁ პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 075.3 ლარი (წინა წელთან
შედარებით გაიზარდა 12.0 პროცენტით);

⦁ ინფორმაცია და კომუნიკაცია – 2 030.9 ლარი (წინა წელთან შედარებით გაიზარდა 7.7 პროცენტით).

მათივე ცნობით, 2021 წელს ქალების საშუალო თვიური ხელფასი 1 055.5 ლარით, ხოლო კაცების – 1 537.9 ლარით
განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში – 10.8 პროცენტი, კაცებში – 9.2 პროცენტი
შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების საშუალო თვიური ხელფასი თითქმის ყველა
სექტორში აღემატებოდა ქალების საშუალო თვიურ ხელფასს.

მსგავსი თემები