,,უმნიშვნელოვანესია, საქართველოში პოლიტიკურმა კლასმა სერიოზულად მიიღოს ევროკავშირის რეკომენდაციები”- კლაუს იოჰანისი

,,უმნიშვნელოვანესი საკითხი ახლა გახლავთ, რომ საქართველოში პოლიტიკურმა კლასმა სერიოზულად მიიღოს ევროკავშირის რეკომენდაციები, ” – ამის შესახებ რუმინეთის პრეზიდენტმა, კლაუს იოჰანისმა განაცხადა.

მისივე თქმით, როგორც მმართველმა პარტიამ, ასევე ოპოზიციამ ერთობლივად უნდა იმუშაონ ამ საკითხებზე ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე.

„რუმინეთი თავიდანვე მხარს უჭერდა საქართველოს თავის ევროპულ მისწრაფებებში, ლობირებას ვაკეთებთ მუდმივად, რომ საქართველომ მიიღოს აღიარება ამ გზის და რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ. ამ წლების განმავლობაში, რუმინეთი ყოველთვის იყო ქვეყანა, სახელმწიფო, რომელიც ხმას იმაღლებდა საქართველოსთვის და იგივე გრძელდება ასევე ნატო-ს კუთხით, საკითხი, რომელიც განიხილებოდა 2008 წელს აქ, ბუქარესტში, რა უნდა გააკეთოს საქართველომ ამ კუთხით. რუმინეთსაც ასევე გრძელი გზა ჰქონდა, ვიდრე გახდებოდა ევროკავშირის წევრი და დეტალურად ვაღიარებთ, ვხედავთ იმ ნაბიჯებს, რომლებიც უნდა გადაიდგას.

საქართველოსთან დაკავშირებით შეიქმნა ეს 12 რეკომენდაცია, რომლებიც ვიცით, არის სხვადასხვა სფეროსთან დაკავშირებული. უმნიშვნელოვანესი საკითხი ახლა გახლავთ, რომ საქართველოში პოლიტიკურმა კლასმა მიიღოს ეს რეკომენდაციები, სერიოზულად მიიღოს, იმუშაოს იმაზე, რომ განხორციელდეს ცვლილებები, რომლებიც მოთხოვნილია. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენთვის, რუმინეთში ძალიან მნიშვნელოვანი იყო ყოველ შემთხვევაში, რომ ეს საკითხები იყოს დანახული, როგორც ეროვნული ინტერესის საკითხები და როგორც მმართველმა პარტიამ, ასევე ოპოზიციამ ერთობლივად იმუშაონ ამ საკითხებზე ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა კლაუს იოჰანისმა.

მსგავსი თემები