რუსეთს საბრძოლო მასალა ეწურება – დიდი ბრიტანეთი

ბრიტანეთის სპეცსამსახურების ინფორმაციით, რუსეთს საბრძოლო მასალა ეწურება. ბრიტანეთის მთავრობის კომუნიკაციების ცენტრის ხელმძღვანელის, ჯერემი ფლემინგის განცხადებით, უკრაინის გაბედულმა ქმედებებმა სიტუაცია შეცვალა.

„რუსეთის მოსალოდნელი სამხედრო გამარჯვება, რაზეც მათი პროპაგანდისტული მანქანა ლაპარაკობდა, შორს არის და აშკარაა, რომ უკრაინის გაბედულმა ქმედებებმა ბრძოლის ველზე და კიბერსივრცეში სიტუაცია შეცვალა“, – განაცხადა ბრიტანეთის მთავრობის კომუნიკაციების ცენტრის ხელმძღვანელმა ჯერემი ფლემინგმა.

 

მსგავსი თემები