სიცოცხლისთვის საშიში ე.წ. კლუბური ნარკოტიკი – გური მენაბდიშვილი ,,მედიაცენტრ მთავარში”

ექსპერტი და ნარკოლოგი, გური მენაბდიშვილი ,,მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე  გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმადაც,  ე.წ კლუბურ ნარკოტიკების შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ყველა ნიმუში შეიცავდა ფენტანილს.

გური მენაბდიშვილის განცხადებით, თუ ე.წ კლუბურ ნარკოტიკებში ფენტანილი აღმოჩნდება, ეს პრობლემას წარმოადგენს და მისი მოხმარება შესაძლოა, სავალალო შედეგით დასრულდეს.

„საუბარია, რომ ე.წ კლუბურ ნარკოტიკში – მეტამფეტამინში, ამფეტამინსა და ექსტაზის შემცველობაში არის ფენტანილის შემცველობა. კვლევების თანახმად, კლუბებში მოხდა ნარკოტიკული საშუალებების გამოკვლევა. აქ იყო MDMA-ს, ექსტაზის გამოკვლევა. თუ მართლაც ისეა, რომ ნებისმიერ ნარკოტიკშია ფენტანილის შემცველობა, ეს პრობლემაა. ფენტანილი არის რამდენიმე ათეულჯერ ძლიერი ვიდრე ჰეროინი და კიდევ უფრო ძლიერი ვიდრე მორფინი.

გარდა ამისა, ფენტანილის ჯგუფში, გარდა ფენტანილისა, კიდევ შედის სხვადასხვა ფენტანილის ისეთი სახეობა, რომელიც კიდევ უფრო ძლიერია, ვიდრე ფენტანილი. ანუ, ჯამში შეგვიძლია ვიანგარიშოთ, რომ თუ კარფენტანილის შემცველობაა შიგნით, მორფინზე ათიათასჯერ ძლიერ პრეპარატზე გვაქვს საქმე. ეს არის გავრცელებული ინფორმაცია, ჩვენ არ ვიცით ექსპერტიზის დასკვნა. მაგრამ, ამით თავს არ ვიმშვიდებ, თუ ნამდვილად არის ფენტანილის შემცველობა, რა თქმა უნდა, დიდი სიფრთხილისკენ მოვუწოდებ ყველას, ეს შეიძლება სავალალო შედეგით დასრულდეს“, – განაცხადა გური მენაბდიშვილმა ,,მედიაცენტრ მთავარში”.

ფსიქროზი, ტვინის დაზიანება, აგრესია, უშვილობა… – ნარკოლოგი გური მენაბდიშვილი „მარიხუანათი“ დაწყებულ პრობლემებზე

მსგავსი თემები