სპორტული ფედერაციის ხელმძღვანელები ითხოვენ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სპორტი ცალკე უწყებად გამოეყოს

რამდენიმე სპორტული ფედერაციის ხელმძღვანელი პრემიერ-მინისტრსა და საქართველოს ხელისუფლებას მოთხოვნით მიმართავენ, რათა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სპორტი ცალკე უწყებად გამოეყოს.

საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთმა წევრის, ირაკლი დოლაბერიძის განცხადებით, სპორტის სამინისტროს გაუქმებამ არ გაამართლა.

„2017 წლიდან მოყოლებული, მას შემდეგ რაც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო გაუქმდა, ე.წ. რეფორმების და რეორგანიზაციის მიზეზით მოხდა ხან ერთ, ხან მეორე და ხან მესამე სამინისტროებთან და უწყებებთან მიერთება. ამან არ გაამართლა, ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა. ამ ყველაფერმა გვაჩვენა, რომ მსგავსი ექსპერიმენტების სპორტზე ჩატარება დადებითად ვერ იმოქმედებს. ამას არც დადებითი ეკონომიკური და არც დარგობრივი ეფექტი ჰქონია. ჩვენ, სპორტული საზოგადოების ნაწილი ვითხოვთ მხოლოდ ერთ რამეს – გამოეყოს კულტურის სამინისტროს სპორტი და ჩამოყალიბდეს დამოუკიდებელ სტრუქტურულ ერთეულად. პირველ რიგში, უგულებელყოფა ხდება სპორტის სახელმწიფო პოლიტიკის. ასევე ხდება მართვის უსისტემობა და რაც მთავარი და გულდასაწყვეტია – არაკომპეტენტურობა, რომელმაც გამოიწვია დისკომუნიკაცია სპორტულ საზოგადოებასა და იმ სტრუქტურას შორის, რომელიც პასუხისმგებელია სპორტის სახელმწიფო მართვაზე”, – განაცხადა ირაკლი დოლაბერიძემ.

მსგავსი თემები