,,იმედი გვაქვს, ვაშინგტონში აცნობიერებენ არაკონტროლირებადი ესკალაციის საშიშროებას”- რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

,,თვალსაჩინოა, რომ აშშ-სა და ნატო-სთან პირდაპირი დაპირისპირება რუსეთის ინტერესებში არ შედის. ვაფრთხილებთ და იმედი გვაქვს, რომ ვაშინგტონში აცნობიერებენ არაკონტროლირებადი ესკალაციის საშიშროებას“,- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვმა განაცხადა.

ამასთან, რიაბკოვი აშშ-ს აფრთხილებს, რომ აშშ-სა და ევროპის უკრაინის კონფლიქტში ჩართულობის გამო, რუსეთს მოუწევს საპასუხო ზომების მიღება.

„კიევისთვის მიმდინარე ფართომასშტაბიანი დახმარება, უკრაინის შეიარაღებული ფორმირებების პერსონალის წვრთნა ალიანსის ქვეყნების ტერიტორიაზე, დაზვერვის, სატელიტური სურათების რეალურ დროში მიწოდება. საარტილერიო დარტყმის სამიზნეების განსაზღვრისა და უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერაციების დაგეგმვისას, სულ უფრო მეტად რთავს დასავლეთის ქვეყნებს კონფლიქტში კიევის რეჟიმის მხარეს“,- განაცხადა რიაბკოვმა.

 

 

მსგავსი თემები