ხმელნიცკისა და ოდესის ოლქებში აფეთქების ხმები ისმის

უკრაინის ხმელნიცკისა და ოდესის ოლქებში აფეთქების ხმები ისმის, საჰაერო თავდაცვის სისტემა გააქტიურდა, აღნიშნულ ინფორმაციას საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელები ავრცელებენ.

მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაქსიმ მარჩენკო.

„მტერი აგრძელებს ჩვენს და მეზობელ ოლქებზე დარტყმის მცდელობებს. ღამით საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს 3 „კამიკაძე“ დრონი, საჰაერო თავდაცვა ახლაც გააქტიურებულია, დარჩით თავშესაფრებში“, – განაცხადა მაქსიმ მარჩენკომ.

მსგავსი თემები