თბილისის ცენტრში  ბიზნესმენის მანქანა ააფეთქეს

ბიზნესმენ  მარლენ მეტონიძის მანქანა ააფეთქეს.  შემთხვევა ქალაქის ცენტრში, ალექსიძის ქუჩაზე, „ქინგ დევიდის“ მიმდებარედ მოხდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაზიანებულა. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა და მიმდინარეობს გამოძიება

ბიზნესმენის ავტომანქანას  ექსპერტიზა უტარდება. ბიზნესმენის ადვოკატი ამ ეტაპზე ვერაფერს ამბობს. არ გამოირიცხება, ეს იყოს შურისძიება.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის უკან,  მეტონიძე ,,ლაგუნა ვერეზე” მომხდარ სისხლიან დაპირისპირების ერთ-ერთი  ფიგურანტი იყო.  კერძოდ, ის შეხვედრაზე ჯავშანჟილეტითა და 17 კაცის თანხლებით მივიდა. მაშინ, ორმხრივ სროლისას ორი ადამიანი ემსხვერპლა, მეტონიძე დაიჭრა.

 

მსგავსი თემები