„ჩვენი ფოკუსი უკრაინის ომზეა“ – შვეიცარია

შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტი უკრაინაში წარმოებულ რუსეთის ომზე საუბრობს და აცხადებს, რომ უკრაინას შვეიცარიის სრული მხარდაჭერა აქვს. იგნასიო კასისი რეგიონის უსაფრთხოებაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ეუთოს სამშვიდობო მისიები უნდა გააქტიურდნენ.

„შვეიცარია შეშფოთებულია რეგიონში არსებული სიტუაციით. ჩვენი ფოკუსი ახლა უკრაინაში მიმდინარე ომზეა, თუმცა მთელ რეგიონზეც, სადაც არასტაბილური ვითარებაა. საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში ადრე იმედს ვამყარებდით ეუთო-ს სამშვიდობო მისიების მუშაობაზე, მაგრამ ახლა ეს მისიაც რაღაცნაირად დაბლოკილია. გვსურს, რომ რეგიონში არსებულ კონფლიქტის ზონებში საერთაშორისო მისიები აქტიურად იყვნენ წარმოდგენილნი. საერთო ინტერესია, რაც შეიძლება მალე შევაჩეროთ ომი უკრაინაში და დარეგულირდეს სიტუაცია მთელ რეგიონში“ – აცხადებს იგნასიო კასისი.

 

მსგავსი თემები