,,უკრაინის გვერდით ვდგავართ, დამატებითი სამხედრო მხარდაჭერა გზაშია”- ჯოზეფ ბორელი

,,უკრაინის გვერდით ვდგავართ. ევროკავშირის დამატებითი სამხედრო მხარდაჭერა გზაშია“, – ამის შესახებ ვროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

ბორელი რუსეთის მიერ განხორციელებულ თავდასხმებს გმობს.

„შოკირებული ვარ რუსეთის მიერ კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებში მშვიდობიან მოქალაქეებზე განხორციელებული თავდასხმებით. ასეთი ქმედებების ადგილი 21-ე საუკუნეში არ არის. მე ამ ქმედებებს უმკაცრესად ვგმობ“, – წერს ბორელი.

მსგავსი თემები