,,არანაირი “ხალხის ძალა” არ არსებობს, ეს არის “ქართული ოცნების” ქვედანაყოფი”- სალომე სამადაშვილი

,,არანაირი “ხალხის ძალა” არ არსებობს, ეს არის “ქართული ოცნების” ქვედანაყოფი და მათ აქვთ ბიძინა ივანიშვილისგან, როგორ ჩანს, დავალება მიღებული,”-  ამის შესახებ “ლელოს” დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დავალების მიზანი სტრატეგიულ მოკავშირეებთან ურთიერთობის მაქსილალურად დაზიანებაა.

,,არანაირი “ხალხის ძალა” არ არსებობს, ეს არის “ქართული ოცნების” ქვედანაყოფი და მათ აქვთ ბიძინა ივანიშვილისგან, როგორ ჩანს, დავალება მიღებული, რომ მაქსიმალურად დააზიანონ ურთიერთობები სტრატეგიულ მოკავშირეებთან, მათ შორის ღია და საჯარო თავდასხმების გზით, მაშინ როცა ჩვენი ამოცანა არის ამ ურთიერთობების განმტკიცება. ეს ემსახურება ერთადერთ რამეს – ივანიშვილის ძალაუფლების შენარჩუნებას ქვეყანაში ქართული სახელმწიფოს ხარჯზე, რადგან ივანიშვილმა და მისმა მართულმა პოლიტიკურმა ძალამ ძალიან ნათლად უთხრა ქართველ ხალხს, რომ მათი არჩევანი არის ხელისუფლების შენარჩუნება ნებისმიერ ფასად, თუ დასჭირდათ, რომ ამისთვის დათმონ სახელმწიფოს დამოუკიდებლობა, ჩვენი ევროპული არჩევანი და ქვეყნის სუვერენიტეტი, ისინი ამის ყველაფრის დათმობას აპირებენ,”- განაცხადა სამადაშვილმა.

მსგავსი თემები