უკრაინის მიმართულებით გასროლილმა სამმა რაკეტამ მოლდოვის საჰაერო სივრცე დაარღვია

მოლდოვის ვიცე-პრემიერის და საგარეო საქმეთა მინისტრის, ნიკუ პოპესკუს ინფორმაციით, მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი დაიბარეს. საგარეო უწყების ცნობით, უკრაინის მიმართულებით გასროლილმა სამმა რაკეტამ მოლდოვის საჰაერო სივრცე დაარღვია.

„დღეს დილით, შავ ზღვაში მდებარე რუსული გემებიდან, უკრაინის მიმართულებით გასროლილმა სამმა ფრთოსანმა რაკეტამ მოლდოვის საჰაერო სივრცე გადაკვეთა. გავეცი დავალება, რომ ახსნა-განმარტების მისაცემად გამოიძახონ რუსეთის ელჩი“, – წერს ნიკუ პოპესკუ.

მსგავსი თემები