,,ჩვენს ტერიტორიაზე ტერორისტული აქტების მცდელობები თუ გაგრძელდება, რუსეთის პასუხი იქნება მკაცრი”- ვლადიმერ პუტინი

,,ჩვენს ტერიტორიაზე ტერორისტული აქტების განხორციელების მცდელობები თუ გაგრძელდება, რუსეთის პასუხი იქნება მკაცრი,” – ამის შესახებ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

პუტინის თქმით, რუსულმა ძალებმა დარტყმა მიაყენეს უკრაინაში ენერგეტიკულ, სამხედრო და საკომუნიკაციო ობიექტებს.

„კრიმინალისტიკური და სხვადასხვა ექსპერტიზა, ასევე მოწოდებული ოპერატიული ინფორმაცია ცხადჰყოფს, რომ აფეთქებები, რომლებიც მოხდა 8 ოქტომბერს, არის ტერორისტული აქტი, რომელიც მიმართული იყო რუსეთის მნიშვნელოვანი სამოქალაქო კრიტიკული ინფრასტრუქტურის განადგურებისკენ. ნათელია, რომ ამ ტერაქტის შემკვეთები, ორგანიზატორები და შემსრულებლები არიან უკრაინული სპეცსამსახურები. კიევის რეჟიმი დიდი ხანია, იყენებს ტერორისტულ მეთოდებს. კიევის რეჟიმმა თავისი ქმედებებით საკუთარი თავი გაათანაბრა საერთაშორისო ტერორისტულ ფორმირებებთან. დღეს დილით, თავდაცვის სამინიტროს წინადადებების და რუსეთის გენშტაბის გეგმის საფუძველზე, მაღალი სიზუსტის შორი მანძილის საზღვაო, საჰაერო და სახმელეთო ბაზირების რაკეტებით განხორციელდა დარტყმები უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, სამხედრო სამეთაურო პუნქტებსა და კავშირგაბმულობაზე. თუ ჩვენს ტერიტორიაზე ტერორისტული აქტების განხორციელების მცდელობები გაგრძელდება, რუსეთის პასუხი იქნება მკაცრი და მასშტაბებით გათანაბრებული იქნება რუსეთის ფედერაციისთვის შექმნილი საფრთხის დონესთან. ამაში ეჭვი არავის უნდა შეეპაროს“, – აღნიშნა პუტინმა.

მსგავსი თემები