,,რუსეთის თავდასხმის შედეგად 11 ინფრასტრუქტურული ობიექტი დაზიანდა”- დენის შმიგალი

უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის ინფორმაციით, უკრაინის 8 რეგიონსა და დედაქალაქ კიევში დღეს დილით რუსული ძალების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად 11 ინფრასტრუქტურული ობიექტი დაზიანდა,

მისივე თქმით, მოსახლეობა მზად უნდა იყოს ელექტროენერგიის, წყალმომარაგებისა და კომუნიკაციის დროებითი შეწყვეტისთვის.

ცნობისთვის, რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქებზე დღეს დილით თავდასხმები განახორციელეს. ბოლო მონაცემებით, კიევის ცენტრში დაბომბვებს სულ მცირე რვა ადამიანი ემსხვერპლა. მედიის ცნობით, სარაკეტო იერიშების შედეგად 24 ადამიანი დაშავდა.

მსგავსი თემები