პუტინი და ლუკაშენკო ჯარების ერთობლივი რეგიონული ჯგუფის განთავსებაზე შეთანხმდნენ

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და ალექსანდრ ლუკაშენკო ჯარების ერთობლივი რეგიონული ჯგუფის განთავსებაზე შეთანხმდნენ. აღნიშნულ ინფორმაციას, თავად ბელარუსის პრეზიდენტი ავრცელებს.

„სამოკავშირეო სახელმწიფოს დასავლეთ საზღვრებზე სიტუაციის გამწვავებასთან დაკავშირებით, ჩვენ შევთანხმდით რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის რესპუბლიკის რეგიონალური ძალების განთავსებაზე. ეს ყველაფერი ჩვენი დოკუმენტების მიხედვითაა. თუ საფრთხის დონე მიაღწევს არსებულ დონეს, ვიწყებთ სამეკავშირეო სახელმწიფოს ძალების ჯგუფის გამოყენებას“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

ლუკაშენკოს არ დაუზუსტებია, კონკრეტულად სად განთავდება ერთობლივი სამხედრო დანაყოფი და განაცხადა, რომ საჭიროების მიხედვით მიიღებენ გადაწყვეტილებას.

მსგავსი თემები