,,დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი ვიღაცაზე მორგებით არ უნდა დაიწეროს”- ირაკლი ქადაგიშვილი

,,დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი ვიღაცაზე მორგებით არ უნდა დაიწეროს – არც ივანიშვილზე, არც ქადაგიშვილზე და არც კეზერაშვილზე, სამართლიან პრინციპებს უნდა ატარებდეს,” – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილის განმარტებით, საბაზისოდ უკრაინული კანონის აღება იმით არის განპირობებული, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ უკრაინის კანონი ევროკავშირის მიერ დადებითად არის შეფასებული.

„რატომ ავიღეთ საბაზისოდ უკრაინული კანონი? – უკრიანული კანონი აბსოლუტურად ნეიტრალური იყო ჩვენი სინამდვილის გამო, არ ითვალისწინებდა ჩვენი შიდა პოლიტიკური ბრძოლისა და იარლიკების მიკერების ტენდენციას. მსოფლიოში ერთადერთი კანონია, რომელიც ოლიგარქიზაციას ეხება. სხვა ქვეყანას ასეთი პრინციპი არ დასჭირვებია. ვინაიდან, ევროკავშირმა რეკომენდაციაში ეს პრეცედენტი ჩაგვიწერა, აღებული იქნა საფუძვლად კანონი, რომელიც ევროკავშირის მიერ დადებითად არის შეფასებული და რეკომენდაციების შესრულების დროს უკრაინას უთხრა, ეს კანონი აღასრულოს. ამიტომ ობიექტური კრიტერიუმებია აღებული. ვინც ამ ობიექტურ კრიტერიუმებს მოერგება, მოერგება“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მსგავსი თემები