,,პუტინი ტერორისტია, რომელიც რაკეტებით საუბრობს”- დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებამ უკრაინის ქალაქებზე დღეს დილით განხორციელებულ თავდასხმებს ეხმაურება. მისი თქმით, პუტინი ტერორისტია, რომელიც რაკეტებით საუბრობს.

,,პუტინის ერთადერთი ტაქტიკა არის ტერორი უკრაინის მშვიდობიან ქალაქებზე, მაგრამ ის ვერ დაანგრევს უკრაინას. ეს ასევე არის მისი პასუხი ყველა დამწყნარებელზე, ვისაც სურს მასთან მშვიდობაზე საუბარი: პუტინი ტერორისტია, რომელიც რაკეტებით საუბრობს”, – წერს  კულება ,,ტვიტერში”.

რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქებზე დღეს დილით თავდასხმები განახორციელეს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებენ. მთელი უკრაინის მასშტაბით საჰაერო განგაშია გამოცხადებული.

მსგავსი თემები