აბორტი დანაშაულად ჩაითვლება და პატიმრობას დაექვემდებარება

აბორტთან დაკავშირებით კანონმდებლობა მკაცრდება. საკანონმდებლო ორგანო კანონპროექტს იხილავს, კერძოდ, ცვლილებებს სს კოდექსში, რომლის მიხედვითაც, მსხვერპლის წინასწარი ინფორმირებული თანხმობის გარეშე აბორტი დანაშაულად ჩაითვლება და პატიმრობას დაექვემდებარება.

მომზადებული ცვლილებებით, თუ ორსულს აბორტს ინფორმირებული თანხმობის გარეშე შეუწყვეტენ, პირი პატიმრობას ოთხიდან რვა წლამდე ვადით დაექვემდებარება. სანქციები მკაცრდება, თუ ქმედება სიცოცხლის მოსპობას გამოიწვევს. ამ შემთხვევაში, პატიმრობა 5-დან 9 წლამდეა.

კანონი უფრო მკაცრია, თუ აბორტი გაკეთებულია არასრულწლოვნის მიმართ. არასრულწლოვანის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის ან შეზღუდული შესაძლებლობის პირის მიმართ ჩადენილი ქმედება ცხრიდან ცამეტ წლამდე პატიმრობას დაექვემდებარება.

 

მსგავსი თემები