მოსკოვში სამხედროების მასობრივი დაკავება დაიწყო

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, მოსკოვში სამხედროების მასობრივი დაკავება დაიწყო. მათივე ცნობით, მოსკოვის ცენტრში მოძრაობა გადაკეტილია.

,,რუსეთის დედაქალაქში სამხედროების წინააღმდეგ მიმართული “ღონისძიებათა კომპლექსი“ დაიწყო. მოსკოვის ცენტრში მოძრაობა გადაკეტილია. ქალაქში ძერჟინსკის სახელობის ოპერატიული დანიშნულების ქვედანაყოფები შევიდნენ – როსგვარიის “ელიტა”. ისინი პოლიციასთან ერთად ცენტრისკენ მიდიან. ცნობილია სამხედროების მრავალრიცხოვანი დაკავებები და ბლოკირებები. შედეგად, მოსკოვის პერიმეტრზე ყველა სამხედრო ნაწილი მზადყოფნაშია მოყვანილი”, – ნათქვამია დაზვერვის მთავარი სამმართველოს განცხადებაში.

მსგავსი თემები