,,ყველაფერი გაკეთდება, რომ პატიმარს რაიმე პრობლემა არ შეექმნას”- კალაძე სააკაშვილზე

,,ყველა პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობას უზრუნველყოფს შესაბამისი სამსახური და მათ შორის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას. ყველაფერი გაკეთდება, რომ პატიმარს რაიმე პრობლემა არ შეექმნას,” – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ  განაცხადა.

კალაძემ უპასუხა კითხვას იმის შესახებ, რომ „უცხოელი ექიმები სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას სავალალოს უწოდებენ“, კახა კალაძემ განაცხადა, რომ „ეს არ არის მართალი, ტყუილია“.

,,კი, კი, იტყუებიან. ეს არ არის სწორი ინფორმაცია. ყველა პატიმარს შესაბამის სერვისებზე ხელი მიუწვდება – თუ საჭიროა ექიმების ჩართულობა, ჩართული არიან, თუნდაც ის, რომ სააკაშვილი კლინიკაშია გადაყვანილი და იქ აგრძელებს მკურნალობას. ასე რომ თუ რომელიმე პატიმარს რაიმე საჭიროება ექნება ამ მიმართულებით, შესაბამისი უწყება ყველაფერს გააკეთებს. მე ვენდობი შესაბამის სამსახურს და შესაბამის უწყებას”, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები