,,როგორც გიორგი გახარიაა „კოკაიშნიკი“, ისე მე მაქვს აღებული 20 000 დოლარი”- დავით ფარცვანია

პარტია „საქართველოსთვის“ ყოფილი წევრი დავით ფარცვანია პარტიიდან გარიცხვას უარყოფს და აცხადებს, რომ პარტიასთან გარკვეული უთანხმოებები ჰქონდა. მისი თქმით, პარტიის დატოვებაზე თავად დაწერა განცხადება.

„პირველ რიგში მინდა, დავიწყო, რომ პარტია მე თვითონ დავტოვე. მქონდა საუბარი ამაზე ფრაქციის თავმჯდომარესთან. ასევე დღეს განცხადებაც კი დავწერე და ერთგვარად პირველი ტყუილია, ვითომ გამრიცხეს პარტიიდან. მეორე, რაც შეეხება ბრალდებას, ეს არის ჩვეულებრივი საბჭოთა „კაკებეშნიკური“ მიდგომა და ეს ხალხი უნდა დასხდნენ სხდომის დარბაზში ჩემს გვერდით. ეს იყო დიდი ხნის კომუნიკაციის არ არსებობა, ეს არ დაწყებულა გუშინ და გუშინ წინ, ასევე პარტიასთან გარკვეული ტიპის უთანხმოებები. ეს ისეთივე ბრალდებაა, როგორც ბატონი, გიორგი გახარია არის „კოკაიშნიკი“ ისევე მე მაქვს აღებული 20 000 დოლარი. ყოჩაღ, მეგობრებო კარგად ეწევით ბრალდებების საპასუხო ბრალდებებს. ასე გააგრძელეთ და თვალსა და ხელს შუა ჩამოგეშლებათ პარტია“, – განაცხადა თოფურიამ.

გახარიას პარტიიდან სუს-თან და „ქართულ ოცნებასთან“ თანაშრომლობისთვის დავით ფარცვანია გარიცხეს – (mcm.ge)

მსგავსი თემები