,,უკრაინაში აინტერესებთ აქ მეორე ფრონტი, შეიძლება, ექსტრადაციის მოთხოვნა ამის გაგრძელებაა”- ირაკლი კობახიძე

,,უკრაინის ხელისუფლებაში ვიღაცებს აინტერესებთ აქ ვითარების არევა, მეორე ფრონტი, შეიძლება, ექსტრადაციის მოთხოვდა ამის გაგრძელება იყოს”,-  ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში ექსტრადაცია არ მოხდება.

,,ვერცერთი ასეთი მოთხოვნა თუ რეკომენდაცია ვერ იქნება საფუძველი იმისათვის, რომ მოხდეს მისი ექსტრადაცია. საქართველოს აქვს თავისი იურისდიქცია. აქ იქნა უმძიმესი დანაშაულებები ჩადენილი და ადამიანი იხდის სასჯელს ამ უმძიმესი დანაშაულებებისთვის. აქედან გამომდინარე, ეს საკითხი არ არის რელევანტური. შესაბამისი სახეწლმწიფო უწყებები გააკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ სამედიცინო მომსახურეობა იყოს უზრუნველყოფილი.  ეს არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს დანაშაულის ხარისხს, სპეციფიკას. ნებისმიერ პატიმარს უნდა ჰქონდეს უზრუნველყოფილი სათანადო სამედიცინო მომსახურება და ამას აკეთებს სახელმწიფოს. ვიღაცეებს აინტრესებთ უკრიანის ხელისუფლებაში, ამას არც მალავენ, აინტერესებთ აქ ვითარების არევა, აინტერესებთ მეორე ფრონტი და რა თქმა უნდა, ამის გაგრძელება შეიძლება იყოს ის მოთხოვნაც, რომელიც უკავშირდება ექსტრადიციას, – თქვა კობახიძემ.

მსგავსი თემები