,,პსპ ფარმამ მიიღო გადაწყვეტილება გაასხვისოს „ქართული ლუდის კომპანიის“ 12,39%-იანი წილი”- ,,PSP”

შპს პსპ ფარმა „ქართული ლუდის კომპანიის“ (ზედაზენის) წილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. კომპანიის ცნობით, PSP-მ მიიღო გადაწყვეტილება გაასხვისოს სს „ქართული ლუდის კომპანიის“ 12,39%-იანი წილი რვა მილიონ აშშ დოლარად.

,,მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში  PSP-მ  განაცხადა, რომ  მმართველმა გუნდმა გადაწყვიტა საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით გააფართოვოს ფარმწარმოების ნაწილი და საქმიანობის კონცენტრირება სრულად მოახდინოს ფარმაცევტული სექტორის განვითარებაზე. პროექტის ფარგლებში მომდევნო 2 წლის მანძილზე PSP სრულად გამოვა მის მფლობელობაში არსებული არაპროფილური ბიზნესებიდან.

ამ ეტაპზე შპს პსპ ფარმამ მიიღო გადაწყვეტილება გაასხვისოს სს „ქართული ლუდის კომპანიის“ (ზედაზენის)  12,39%-იანი წილის (7 001 000 აქცია) რვა მილიონ აშშ დოლარად  და მზად არის მიიღოს წილის შეძენით დაინტერესებული პირებისაგან შესაბამისი წინადადებები,”- ნათქვამია PSP-ს განცხადება.

მსგავსი თემები