,,ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით მიმდინარეობს ფულის, გავლენისა და ტელევიზიების განაწილების პროცესი”- არჩილ თალაკვაძე

,,სოსო თოფურიძის განცხადება დაადასტურდა, რომ პარტია შავი ფულით ფინანსდება და პარტიულ პოლიტიკაში არის გარე და შიდა არალეგიტიმური ჩარევები,”– ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძე განაცხადა.

თალაკვაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით მიმდინარეობს ფულის, გავლენისა და ტელევიზიების განაწილების პროცესი.

„ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით მიმდინარეობს ფულის, გავლენისა და ტელევიზიების განაწილების პროცესი. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ეს პარტია ყოველთვის იყო ერთი კაცის პარტია და როცა ის ერთი კაცი დღეს კანონის საფუძველზე დისტანცირებულია პარტიის მართვის პროცესიდან, ხედავთ, რომ მის თანაპარტიელებს მხოლოდ ის აინტერესებთ, თუ როგორ გადაინაწილონ შიდა პარტიული ბიუჯეტი. სოსო თოფურიძის იმ განცხადებით დადასტურდა, რომ პარტია შავი ფულით ფინანსდება, პარტიულ პოლიტიკაში არის გარე და შიდა არალეგიტიმური ჩარევები, მათ მიერ მართული ტელევიზიები და პარტია არის ერთი ორგანიზაცია. „ნაციონალური მოძრაობა“ თუ როგორ ფინანსდება, რთულ კითხვებზე აქვს პასუხი გასაცემი. ერთმანეთს მეტის თქმით რომ ემუქრებიან, ეს იმაზე მიუთითებს, თუ რა შეიძლება დაემართოს ისეთ პარტიას, რომელიც თავისი ქვეყნის დაზიანებით დათესვით არის დაკავებული“, – განაცხადა თალაკვაძემ.

მსგავსი თემები